ტურისტული ვიზიტები
საქართველოში წასვლა
ჩემთვის საქართველო არის ტრადიცია, თანამედროვეობა და სტუმართმოყვარეობა, რაც საუკეთესოა კავკასიაში. მე ჯერ კიდევ ვეცნობი საქართველოს, სრულად ჯერ კიდევ ვერ შევიგრძენი. ეს არის ლამაზი მთები, თბილი ზღვა, უძველესი ძეგლები, შესანიშნავი სამზარეულო და საუკეთესო ღვინო. ყოველწლიურად საქართველოში 9 მილიონი ტურისტი ჩამოდის, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე ადგილობრივი მოსახლეობა. ევროკავშირის ქვეყნებიდან პოლონელები ყველაზე ხშირად სტუმრობენ საქართველოს.
ზამთარში თხილამურებზე სრიალი, ზაფხულში კი შავი ზღვის სანაპიროზე დასვენება.
რატომაც არა? ვროცლავიდან საქართველომდე დაახლოებით 3000 კილომეტრია. მაგრამ ჩვენ გვაქვს პირდაპირი საჰაერო კავშირი ვროცლავიდან ქუთაისამდე, სადაც ფრენის დრო 3.5 საათზე ნაკლებია. ასევე არის ფრენები კატოვიცედან, კრაკოვიდან, გდანსკიდან და ვარშავიდან.
საქართველო და კავკასია შეიძლება იყოს ალპების ალტერნატივა, მათ რამოდენიმე 5000 მეტრიანი მთები აქვთ. გარდა ამისა, იქ ნამდვილად იაფია დასვენება, ვიდრე ევროპაში. სტანდარტი კარგია: მე დავდიოდი, ვამოწმებდი და კმაყოფილი ვიყავი. ბათუმის სანაპიროს კი წარდგენა არ სჭირდება, ეს არის შავი ზღვის ყველაზე ცხელი კურორტი.
ამ პატარა ქვეყანაში შეგიძლიათ იპოვოთ უძველესი ქალაქები, ციხესიმაგრეები და ტაძრები. სამ საათზე ნაკლები დრო დაგჭირდებათ იმისათვის, რომ თბილისიდან დავით გარეჯამდე მიხვიდეთ, სადაც მდებარეობს ადრექრისტიანული სამონასტრო კომპლექსები.
საქართველოში შეგიძლიათ დააგემოვნოთ შესანიშნავი სამზარეულო და აგრეთვე უფრო და უფრო დაფასებული ღვინოები და სხვა ალკოჰოლური სასმელები. იმდენად მნიშვნელოვანია საქართველო მსოფლიოს ღვინის რუკაზე, რომ ენოტურიზმი ტურისტული ბიზნესის ცალკე შტოდ იქცა. ქართველებს აქვთ პარაპლანით სარგებლობისთვის უნიკალური პეიზაჟები, ასევე პოპულარულია ცხენოსნობა.
უსაფრთხოება
პოლონელები, რომლებიც საქართველოში აპირებენ გამგზავრებას, ხშირად კითხულობენ უსაფრთხოების შესახებ, რადგან ათი წლის წინ იქ იყო ომი ოს სეპარატისტებთან და რუსეთთან. კონფლიქტი ხანმოკლე იყო და ახლა უკვე უსაფრთხოა. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, ტურისტები მსოფლიოს ყველა კუთხიდან იქ არ ჩავიდოდნენ. Crime Index by Country, -ის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად ითვლება.
ვიზები
მოგზაურობისას პოლონელებს არ სჭირდებათ ვიზები. ჩვენ შეგვიძლია იქ ფრენა პასპორტის ან პირადობის მოწმობით.
დაზღვევა
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გვირჩევს, რომ ვიქონიოთ სამოგზაურო დაზღვევა მინიმუმ 30 000 ევროს ფარგლებში, რომელიც მოიცავს პაციენტის მკურნალობისა და ტრანსპორტირების ხარჯებს პოლონეთში. თუ საჭიროა სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა, შესაძლებელია გადასახადების ადგილზე მოგვარება ან დამზღვეველის მონაცემების გადაცემა. ადამიანებს, რომლებიც მთებში მოგზაურობას გეგმავენ, დაზღვევის სპეციალური სახეობა უნდა ჰქონდეთ, რომელიც მთებში სამაშველო ოპერაციების ხარჯებს ფარავს.
ჯანმრთელობა
მოგზაურთათვის საქართველოში ვაქცინაცია არ არის საჭირო. ტურისტების სამედიცინო მომსახურება სრულად ფასიანია.
აგრეთვე წაიკითხეთ: საგარეო საქმეთა სამინისტრო: ინფორმაცია საქართველოში მოგზაურობის შესახებ.