საქართველოს მოკლე ისტორია

ქართველები მშობლიურ ენაზე თავის ქვეყანას უწოდებენ საქართველოს.

იხილეთ მეტი ქართული ლეგენდის შესახებ , უმშვენიერეს კუთხეზე, რომელიც რომელიც ღმერთს თავისთვის სურდა და ქართველებს აჩუქა.

” ლეგენდის თანახმად, ღმერთმა, მას შემდეგ რაც შექმნა სამყარო, გადაწყიტა სამართლიანად გაეყო დედამიწა, თავისთან მოიხმო ყველა ერი, რათა თითოეულისათვის თავისი წილი ქვეყანა ებოძებინა. ქართველებს ამ შეკრებაზე დააგვიანდათ, რადგან გზად შეისვენეს და ქეიფი გააჩაღეს შემოქმედის პატივსაცემად. მაშინ როცა ყველა ერი რიგში იდგა და უფლისგან დედამიწის კუთვნილი ნაწილს იღებდა, ქართველები ღმერთს ადიდებდნენ და მის სადღეგრძელოს სვამდნენ. ქვეყნიერების შემოქმედთან დაგვიანებით მისულ ქართველებს მთელი სამყარო დანაწილებული დახვდათ. როცა დაგვიანების მიზეზი აუწყეს ქართველებმა, უფალი მოიხიბლა ამით, დაენანა ეს მშვენიერი ხალხი უმიწაწყლოდ დარჩენილიყო და ასე მიმარა ქართველებს: ,,მე უკვე დავყავი დედამიწა და გადავწყვიტე ყველაზე ლამაზი კუთხე ჩემთვის დამეტოვებინა. დაე ის გახდეს შენი სახლი, იცხოვრე მასში ბედნიერად,“ და თავისთვის შემონახული ყველაზე ლამაზი, სამოთხის მსგავსი მიწა აჩუქა ქართველებს. "

ჰომო ერექტუსი საქართველოში იყო

ივარაუდება, რომ დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე ჰომო ერექტუსი (თანამედროვე ადამიანის წინაპარი) 1.8-1.6 მილიონი წლის წინ გამოჩნდა. პირველი სახელმწიფო ორგანიზმები (დიაოხი და კოლხა) წარმოიშვა ძვ. წ. XII – VII საუკუნეებში. ძვ.წ. IV საუკუნეში დაარსდა იბერიის სამეფო - დღევანდელ აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე.

სხვა ქვეყნების მართველობის ქვეშ

დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხებს ოდითგანვე უწევდათ მომხდურებთან გამკლავება და ბრძოლა. სახელმწიფო ორგანიზმებს, რომლებიც წარმოიქმნებოდა საქართველოს ტერიტორიაზე, ხშირად უწევდათ დამპყრობლის მიერ ნაძალადევად დაკისრებული მმართველობის ქვეშ არსებობა. ყველაზე მძიმე პერიოდს მიეკუთვნება არაბთა ბატონობა, მონღოლების 100 წლიანი ბატონობა, XIV-XV საუკუნეებში თემურ ლენგის რვაგზის შემოსევა, ასევე XVI-XVII საუკუნეებში სპარსეთ-თურქეთის ომები კავკასიაზე გავლენის მოსაპოვებლად.

გაერთიანება და ოქროს ხანა

გაერთიანებული საქართველოს განვითარების ოქროს ხანა ემთხვევა XI - XII საუკუნეებს. გვიანდელ პერიოდში მოხდა რუსეთის იმპერიასთან დაახლოვება, რომელიც საბოლოოდ ოფიციალურად დამტკიცდა გეორგიევსკის ტრაქტატით. XIX საუკუნეში კვლავ მოუწია საქართველოს დაქვემდებარებოდა უცხო მმართველობას, რადგანაც საქართველო შეიერთა რუსეთის იმპერიამ.

დამოუკიდებლობის აღდგენა

1918 წელს საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა. ეს დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან 1921 წელს სსრკ-მ მოახდინა საქართველოს ანექსია. 1991 წელს კვლავ აღიდგინა საქართველომ დამოუკიდებლობა საბოჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი იყო ზვიად გამსახურდია.

საქართველო XXI საუკუნეში

2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შედეგად მთავრობაში მოვიდა მიხეილ სააკაშვილი. მისი მმართველობის პერიოდში საქართველომ გაიარა მრავალი რეფორმა, რომელთა მიზანი იყო მაგალითად, კორუფციის აღმოფხვრა და პოლიციის რესტრუქტურიზაცია.

2008 წელს ქართველებს ისევ მოუწიათ თავის დაცვა აგრესორისგან, 8 აგვისტოს დაიწყო 5 დღიანი ომი, რომელშიც ჩაერთო რუსეთის ფედერაცია. მსოფლიოს ძლიერი რეაქციის შედეგად, რომლის ინიციატორი იყო პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, რუსეთმა შეწყვიტა აგრესია. მაგრამ ქართველებმა მაინც ვერ შეძლეს კონტროლის დამყარება დაკარგულ ტერიტორიებზე და ამიტომაც ამჟამად აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კვლავ რჩება თბილისის კონტროლის გარეთ, საქართველოს 20% ისევ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.

საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტია სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამ თანამდებობაზე 2018 წელს აირჩიეს.

სტატიის ავტორი: ეკატერინე მანთიძე