ვროცლავი – ბათუმი, ქვემო სილეზია – აჭარა. 7/07/2019
ვროცლავი არის პოლონეთის პირველი ქალაქი, სადაც შეიქმნა საქართველოს საკონსულო. შემთხვევითი არ არის, რომ ქვემო სილეზიის დედაქალაქსა და რეგიონს საქართველოსთან მრავალი წლის განმავლობაში მეგობრული კონტაქტი აკავშირებს. ძალიან მინდოდა, რომ ვროცლავი და ბათუმი დამეგობრებული ქალაქები ყოფილიყვნენ და ამ წარმატებას მივაღწიე. 2019 წლის 17 ივლისს, ბათუმში, ანბანის კოშკში, ვროცლავის მერმა იაცეკ სუტრიკმა და ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ხელი მოაწერეს შეთანხმებას. ეს არის თანამშრომლობის გაგრძელება, რომელიც ქვემო სილეზიას აქვს აჭარის რეგიონთან 2016 წლიდან.