ვროცლავში არის პოლონეთის არმიის ქართველი ოფიცრების სახელობის წრიული გზა. 28/01/2020

ვროცლავში საქართველოს საპატიო კონსულის ინიციატივით 2020 წლის 28 იანვარს ოფიციალურად გაიხსნა პოლონეთის არმიის ქართველი ოფიცრების სახელობის წრიული გზა.  ამ გზით აღინიშნა პოლონეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების 101 წლისთავი.

 

– პოლონეთ-საქართველოს მეგობრობა, რომელიც თითქმის ორასი წლის განმავლობაში გრძელდება, კვლავ ყვავის. მსგავსი ისტორიული ბედი, მაგალითად, ორივე ერის დამარცხება რუსეთთან და დამოუკიდებლობისთვის ერთობლივი ბრძოლა, გვაახლოებს. პოლონეთი იყო პირველი ქვეყანა, ვინც ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა 1919 წელს. დღეს ჩვენ ეს ადგილი მივუძღვენით ქართველ ოფიცრებს, რომლებიც იუზეფ პიუსუდსკისთან ერთად იბრძოდნენ და ამით პატივს ვცემთ მათ ხსოვნას. გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს პოლონეთს! - თქვა ვროცლავის მერმა იაცეკ სუტრიკმა ცერემონიალის დროს.

წყარო: wroclaw.pl