პასპორტის დღე: ტოლერანტობა და მულტიკულტურალიზმი. 6/11/2019

2019 წლის 6 ნოემბერს საქართველოს საპატიო საკონსულომ მიიღო მონაწილეობა პასპორტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. სხვადასხვა კულტურა, ჩვეულებები, სამზარეულო, ასევე საინტერესო ისტორიები და მოვლენები - მონაწილეები 25 ქვეყნიდან პასპორტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ვროცლავის სტადიონზე. 2500 ვროცლავის სტუდენტი მონაწილეობდა პოლონეთში ჩატარებულ ერთადერთ ასეთ შეხვედრაში, რომლის დროსაც კონსულები აცნობენ ქვეყნებს ბავშვებს.

ინტერესი დიდი იყო, ღონისძიება ორ დღეს გაგრძელდა და ყველას შეეძლო მასზე დასწრება, ორგანიზატორებს სურთ, რომ მომავალ წელს მსგავსი შეხვედრა ვროცლავის ბაზრის - „რინეკის“ მოედანზე ჩატარდეს. ქართველი თამარ ლოლაძე ხაზს უსვამს იმას, რომ ასეთი ღონისძიებები მაქსიმალურად საჭიროა. ბავშვები ეცნობიან სხვა ქვეყნებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვროცლავი ყველასათვის ღიაა, ჩვენს მიმართ დიდ პატივისცემას ვგრძნობ, რაც უფრო გვიადვილებს აქ ცხოვრებას,- ამბობს ის.

წყარო: wroclaw.pl