საქართველოს საპატიო კონსული ვროცლავში
მე მქვია ვოიჩეხ ვრუბელი.ვარ ვროცლავის მკვიდრი, დაბადებული 1988 წელს. ჩემთვის წარმოუდგენელია სხვაგან ცხოვრება და მუშაობა. რამდენიმე წლის წინ საქართველო შემიყვარდა. მე დღემდე ვეცნობი მის კულტურას, ტრადიციებს და მომხიბლავ, მეგობრულ მოსახლეობას. 2019 წლიდან მაქვს პატივი, ვიყო საქართველოს საპატიო კონსული ქალაქ ვროცლავში.
განათლება და საქმიანობა
დავამთავრე SWPS უნივერსიტეტი ფსიქოლოგიის სპეციალობით და ასევე წარჩინებით დავამთავრე მაგისტრატურა ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, ვროცლავის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტსა და ცენტრალურ კონექტიკუტის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მე ვარ WUST MBA - ბიზნეს კლუბი B4 ინსტიტუტის კურსდამთავრებულთა ასოციაციის თანადამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი. პატივი მაქვს, ვიყო იან ნოვაკ-იეზორანსკის სახელობის აღმოსავლეთ ევროპის საბჭოს კოლეგიის მუდმივი წევრი, რომლის მისიაა აღმოსავლეთ ევროპის საზოგადოების, როგორც თავისუფალი ხალხის, განვითარებისთვის ზრუნვა. მე ვარ ტიტუს ფილიპოვიჩის პრემიის ლაურეატი, რომელიც კავკასიის ქვეყნების მოქალაქეებს გადაეცემათ მეცნიერებისა და კულტურის განვითარებისა და სამოქალაქო საზოგადოების აღმშენებლობისათვის.
მე ვარ G2 ფორუმის პროგრამის საბჭოს წევრი - ეკონომიკა და გეოპოლიტიკა, რომელშიც განვსაზღვრავთ ეკონომიკური და გეოპოლიტიკური სტრატეგიების ინსტიტუტის მიზნებსა და პრიორიტეტებს. მე ვარ Heweliusz Institute - ის თანადამფუძნებელი, რომელიც ეხება განათლების ფართო გაგებას მენეჯმენტის, ეკონომიკის, სამართლისა და ფსიქოლოგიის სფეროებს, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებსა და საწარმოს ხელმძღვანელ პირთა კომპეტენციების ამაღლებას.
განსაკუთრებით ახლოს ვარ საოჯახო ბიზნესთან. მე ვუზიარებ ჩემს გამოცდილებას ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტებს ბიზნეს კონფერენციებისა და ლექციების დროს. ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კურსებზე ვასწავლი საოჯახო ბიზნესის და საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის პრინციპებს. მე საოჯახო ბიზნეს ქსელის პოლონეთის (FBN Polnad) ასოციაციას წევრი გახლავართ, რომელიც აერთიანებს საოჯახო ბიზნესების მუშაობას.რამდენიმე წელია ჩართული ვარ სოციალურ და ფილანტროპიულ საქმიანობაში.
ჩვენ ვაწარმოებთ საოჯახო ბიზნესს
მე ვარ Grupa Wróbel- ის მფლობელი. ეს არის ოჯახის ბიზნესი, რომელიც არ იარსებებდა, რომ არა ჩემი გარდაცვლილი მამა, მიროსლავი. მან 90-იანი წლების დასაწყისში, ვროცლავის ერთ-ერთ უბანში შექმნა მცირე ზომის მანქანების სარემონტო სერვისი. უნდა აღინიშნოს, რომ ჩემს საქმიანობაში ინსპირაციის წყარო არის დედაჩემი იოლანტა, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი კომპანიის განვითარებასა და წარმატებაში. ამჟამად ჩვენ ვართ პოლონეთის ერთ-ერთი უდიდესი საავტომობილო კომპანია Mercedes-Benz და Mazda- ს დილერი. 2018 წელს ჩვენ ვიყავით 200 უმსხვილესი პოლონური კომპანიის "Wprost" რეიტინგის ჩამონათვალში და პოლონეთის ბიზნეს ელჩები 2017 წლისთვის.