ვოიჩეხ ვრუბელის ქართული ანბანი

gruziński alphabet

საქართველო - რა არის აუცილებელი რომ ვიცოდეთ, ანუ ვოიჩეხ ვრუბელის თვალით დანახული ქართული ანბანი

საქართველო უნდა იგრძნო, სცადო და განიცადო. თუ ამას გავაკეთებთ, გარანტიას გაძლევთ, რომ სიცოცხლე შეგიყვარდებათ. ამ ქვეყნასთან დასაახლოებლად გაგაცნობთ ჩემს მიერ აღქმულ ქართულ ანბანს.

A – როგორც ქართული ანბანი, რადგან ქართული ანბანი უნიკალურია. ქართველებისთვის ეს დიდი სიამაყის მიზეზია. მისი ისტორია ჩვენს წელთაღრიცხვამდე III საუკუნიდან იწყება. ის იუნესკოს სიაშია და მსოფლიოს 14 ანბანიდან ერთ-ერთია. მას აქვს 33 ასო, მაგრამ არა აქვს დიდი ასოები და პუნქტუაციის ნიშნები. მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მას მხოლოდ ქართველები იყენებენ.

B –  როგორც ბათუმი. შავი ზღვის ყველაზე ცხელი კურორტი. საქართველოს ერთ- ერთი უძველესი ქალაქი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი, რომელსაც კავკასიის დუბაის უწოდებენ. ქალაქი და მისი "ჩაის პლანტაციები და ჭრიჭინობელების გალობით მოცული განთიადი" პოლონელებისთვის ცნობილია ჯგუფი ფილიპინკების სიმღერიდან, გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან. 2019 წლის 17 ივლისს ბათუმში, ანბანის კოშკში, ვროცლავის მერმა იაცეკ სუტრიკმა და ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ქალაქებს შორის პარტნიორობის შესახებ.

Ch – როგორც ქრისტიანობა. ქართველები ხაზს უსვამენ, რომ ისინი მსოფლიოში მეორე ქრისტიანული ქვეყანაა სომხეთის შემდეგ. მათ მოსწონთ, როდესაც ტურისტებს უყვებიან, რომ ქრისტეს შემდეგ ისინი მალევე გახდნენ ქრისტიანები. როდესაც ვინმე იკითხავს: "ოღონდ ერთი წუთით, სომხებთან დაკავშირებით რას იტყვით?", ისინი პასუხობენ: "სომხები ქრისტეანობამდე ქრისტიანები იყვნენ". ქართველებისთვის ქრისტიანობა არის კულტურა, ტრადიცია და ფოლკლორი. მაგრამ პოლონელები ქართულ კულტურას ყველაზე ხშირად ეროვნულ ბალეტს და ფოლკლორულ გუნდებს უკავშირებენ.

D – სიამაყე. ეს ძალიან ამაყი ერია. ისინი ამაყობენ იმით, რაც აქვთ: ანბანი, ღვინო, კერძები. ისინი ამაყობენ იმ ისტორიით, რომელიც გაიარეს და რომ დღემდე საუბრობენ და წერენ ქართულ ენაზე და არა ,,კირილიცაზე“. ისინი ეკლესიას ეკლესიას უწოდებენ და არა ,,ცერკიევს“. ისინი ამაყები არიან, როდესაც თავის ქვეყანას საქართველოს უწოდებენ და არა ,,გრუზიას”, რადგან ეს სიტყვა მათთვის რუსიციზმია.

E –  ელარჯი. მეგრული, ძალიან გემრიელი კერძია, შეგიძლიათ მიირთვათ თბილი, იგი მზადდება დაფქული სიმინდისგან მომზადებულ ღომში გამდნარი სულგუნის ყველისგან, რომელიც ცოტათი ჰგავს იტალიურ მოცარელას.

F – ... ეს ასო ქართულ ანბანში არ არის, მაგრამ აუცილებლად დასამახსოვრებელია ტიტუს ფილიპოვიჩის სახელი პოლონეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ კონტექსტში. ის იყო პირველი პოლონელი დიპლომატი, რომელიც გაემგზავრა საქართველოში მე -20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც მან დამოუკიდებლობა მოიპოვა, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მე ვარ ტიტუს ფილიპოვიჩის სახელობის დაჯილდოების წევრი. იგი დაარსდა 2018 წელს, პოლონეთისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავზე. ეს ჯილდო მიზნად ისახავს კავკასიის ქვეყნების მოქალაქეების პატივისცემას დამსახურებისათვის მეცნიერების, კულტურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაში, სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებასა და განვითარებაში კავკასიაში და დემოკრატიის მშენებლობაში.

G – გაუმარჯოს. ეს საქართველოში ყველაზე გავრცელებული სიტყვაა. ყველა ტურისტმა უნდა იცოდეს ეს - „გაუმარჯოს საქართველოს". სადღეგრძელო მათთვის წმინდა რამეა. ეს არის შეხვედრებისა და დღესასწაულების ტრადიცია, რომლის დროსაც ქართველებს აქვთ მეორე საკვანძო სიტყვა - თამადა. ეს არის ადამიანი, რომელიც სუფრასთან შეხვედრას მასპინძლობს. სწორედ ის უძღვება დღესასწაულს. პირველი სადღეგრძელო ყოველთვის ეძღვნება ღმერთს, შემდეგი სადღეგრძელოები კი ოჯახს, მასპინძელს, ბავშვებს, მეგობრებს, შეხვედრის მიზეზს. საერთო ჯამში ასეთი სადღეგრძელოები ბევრია.

H – ხინკალი. ეს არის ცნობილი ქართული კერძი. კლასიკური ხინკალი არის ხორცით.რომელიც გამოირჩევა თავისი განსხვავებული ფორმით და პოპულარობით არ ჩამორჩება ასევე ცნობილ ხაჭაპურს.

H –ისტორია. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ყველგან გვხვდება საუკუნეების წინანდელი კვალი. შესანიშნავი ძეგლების უმეტესობა იუნესკოს სიაშია. გონიოს ციხე - რომაული ციხესიმაგრე (ახ. წ. პირველი საუკუნე).

II საუკუნეში ეს იყო მაშინდელი კოლხეთის კოლონიის კარგად გამაგრებული რომაული ქალაქი. გრაკლიანის გორა - არქეოლოგიური ადგილი კასპის მახლობლად მდებარე ბორცვზე, სადაც ქვის ხანიდან დაწყებული ანტიკური ხანის ჩათვლით უამრავი არტეფაქტია აღმოჩენილი. გრემი - დააარსა ლევან მეფემ, მე -16 და მე -17 საუკუნეებში, იგი იყო კახეთის სამეფოს დედაქალაქი. ქალაქის ნანგრევები დაახლოებით 50 ჰა-ს მოიცავს. გორაზე მდებარეობს მთავარანგელოზის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესია, სამრეკლო, ციხის კოშკი და ღვინის მარანი. ქუთაისში არის XI საუკუნის ბაგრატის ტაძარი. იგი აშენდა ქართული კულტურისა და სახელმწიფოებრიობის „ოქროს ხანაში" და ქვეყნის პოლიტიკური ძალაუფლებისა და ეროვნული ერთიანობის სიმბოლოს წარმოადგენდა. უფლისციხე - უძველესი კლდეში ნაკვეთი ქალაქი, ქალაქ გორიდან აღმოსავლეთით 10 კმ-ის მანძილზე. ეს ერთ-ერთი უძველესი დასახლებაა და ადრინდელ ბრინჯაოს ხანას განეკუთვნება. უფლისციხის ხუროთმოძღვრული კომპლექსი I ათასწლეულის I ნახევრიდან იქმნებოდა და მისი ძირითადი ნაწილი უმთავრესაც გამოკვეთილია ძველი წელთაღრცხვით VI- IV საუკუნეებში. ვარძია - კლდეში ნაკვეთი საოცარი სამონასტრო კომპლექსი ერუშეთის მთის ფერდობზე. მისი მშენებლობა დაიწყო გიორგი III- ის მეფობის დროს 1185 წელს და დასრულდა - მისი ქალიშვილის, თამარ მეფის მმართველობისას. ვარძია თავშესაფრად გამოიყენებოდა მონღოლთა შემოსევების დროს; იგი იტევდა 60 ათას კაცს. აქ იყო მონასტერი, სატახტო ოთახი და 3000-ზე მეტი პალატა, განლაგებული 13 სართულზე. ქალაქში დამონტაჟებულია რთული სარწყავი სისტემა მიმდებარე სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისათვის.

I – როგორც იავნანა. ეს არის ძალიან ცნობილი ქართული იავნანა. ყველა დედა უმღერის თავის ბავშვს. ან I - როგორც ილია ჭავჭავაძე, ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე. მას თავს დაესხნენ წიწამურთან და მოკლეს. ქართველებმა ილია ჭავჭავაძე ეროვნულ გმირად და თანამედროვე საქართველოს მამას აღიარეს.

J – ეს არ არის ქართულ ანბანში, მაგრამ შეიძლება იყოს - პრომეთეს მღვიმე, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია. მღვიმის საერთო სიგრძე დაახლ. 11 კმ-ია, საიდანაც 1060 მ ტურისტებისთვის ღიაა. იგი 1980-იან წლებში აღმოაჩინეს, მაგრამ ტურისტულ ღირშესანიშნაობად იქცა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დამსახურებით, რომელმაც 2010 წელს მღვიმეს სახელი კავკასიის მთებზე მიჯაჭვული მითიური პრომეთეს საპატივსაცემად დაარქვა. მითოლოგიიდან ასევე აღსანიშნავია, რომ ძველი ბერძნული ლეგენდის თანახმად, არგონავტები იასონის მეთაურობით კოლხეთის სამეფოში (ახლანდელი დასავლეთ საქართველო) გაემგზავრნენ ოქროს საწმისის მოსაპოვებლად. საქართველოში დღესაც მოიპოვებენ ოქროს.

K – როგორც ქართველი, ასე მოიხსენიებენ ქართველები საკუთარ თავს ქართულად, მათთვის საქართველო არ არის ,,გრუზია“, ისინი თავიანთ ქვეყანას საქართველოს უწოდებენ, რაც ქართლის ქვეყანას ნიშნავს. ზოგადად ქართული ენა არ განასხვავებს სქესს. ქართველი ახალგაზრდები ალბათ იტყოდნენ K - როგორც ქეთი მელუა, ქუთაისში დაბადებული ქართველ-ბრიტანელი მომღერალი, რომელიც ასევე ცნობილია პოლონეთში. ცნობილი ქართველების სიაშია ასევე კახი კალაძე, „მილანის" პატივსაცემი ფეხბურთელი და ამჟამად თბილისის მერი. ყველაზე ცნობილი მაინც სტალინია, იოსებ ჯუღაშვილი. ბევრს ურჩევნია დაივიწყოს იგი, მაგრამ მას მომხრეებიც ყავს. მშობლიურ გორში სტალინის სახელობის მუზეუმია გახსნილი. მეორე ცნობილი ქართველი სსრკ-ს დროიდან არის ლავრენტი ბერია, NKVD- ს ხელმძღვანელი.

Ł – არ არის ქართულ ანბანში, მაგრამ ჩემთვის არის აბაზანა, უფრო სწორად აბანო. ეს არის სპარსული აბანო, რომელიც სპარსელებმა აქ საუკუნეების წინ ააშენეს. დღეს აბანოები ყველგან არის და ქართველებს განსაკუთრებით უყვართ გოგირდის აბანოები. ნათქვამია, რომ აბანაოში ბანოაბა საუკეთესო რამაა.

M – როგორც მამული, ანუ სამშობლო. ქართველებისთვის ამ სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანია სამი რამ: სარწმუნოება (ქრისტიანული რწმენა), მამული (სამშობლო) და ენა (ქართული ენა). M - შეიძლება ასევე იყოს მანდარინი, რადგან ზოგს მიაჩნია, რომ სწორედ აქ მწიფდება მსოფლიოში საუკეთესო მანდარინი. ასევე ცნობილია ზაზა ურუშაძის ფილმი "მანდარინები".

N –  ნატახტარი. ეს არის თბილისის მახლობლად მდებარე სოფელი, რომელიც ცნობილია თავისი წყლით. ასე რომ, ამ დასახელებით ,,ნატახტარი” გვაქვს ლიმონათი, ლუდი და ლუდსახარში.

O – როგორც ომალო, ევროპის უმაღლესი სოფელი. ომალოში მისასვლელად თქვენ უნდა გაიაროთ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საშიში გზა, რომელიც მთებს შორის იკლაკნება და უფსკრულებით არის სავსე. ეს ასევე ყველაზე მაღლა მდებარე სამანქანო გზაა კავკასიაში, ხოლო აბანოს უღელტეხილი არის მისი უმაღლესი წერტილი (ზღვის დონიდან 2,850 მ). ისინი, ვისაც გაუვლია ეს გზა, ამბობენ, რომ მის გარშემო ლანდშაფტი ისე გამოიყურება, თითქოს თვითმფრინავიდან უყურებდეთ.

P –  როგორც მეგობარი და პოლონეთი. მათთვის ჩვენ ევროპაში ვართ ქვეყანა, რომელთანაც ისინი ძალიან მჭიდრო კავშირში არიან. პოლონეთი იყო პირველი ქვეყანა, ვინც სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა 1919 წელს. პოლონეთის მეორე რესპუბლიკაში, ქართველი ეროვნების ოფიცრების ჯგუფი პოლონეთის არმიაში მსახურობდა. თავის მხრივ, ქართული პოლონია ერთ-ერთი უძველესია რეგიონში - მისი წარმომადგენლები დასახლდნენ მე - 18 საუკუნის ბოლოს, კოჩციუშკოს აჯანყების შემდეგ. მე - 19 საუკუნის აჯანყებების შემდეგ ზოგიერთმა პოლონელმა გადასახლებულმა მოახერხა ყაზახეთში ან ციმბირში გადასახლებისგან თავის არიდება და საქართველოში ჩასვლა. დადგენილია, რომ მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის თბილისის მოსახლეობის 10 პროცენტი ჩვენი თანამემამულეები არიან. ისინი დღემდე ახსოვთ. თბილისში მცხოვრები პოლონელები განათლებული ხალხი იყვნენ და გავლენას ახდენდნენ ქალაქის განვითარებაზე. ამბობენ, რომ პოლონელსა და ქართველს ბევრი მსგავსება აქვთ: ჩვენ სტუმართმოყვარეები ვართ, ჩვენ გვაქვს საერთო ისტორია და გვყავს საერთო მტერი. 1801 წლიდან რუსეთი მკაცრად მართავდა მათ ქვეყანას თითქმის 200 წლის განმავლობაში. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა კიდევ ერთხელ განახორციელა საომარი თავდასხმა საქართველოზე. ქართველები არ ივიწყებენ ლეხ კაჩინსკის თანადგომას, ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ამჟამად პოლონეთი მათ პოლიტიკურად უჭერს მხარს, რომ ჩვენ ვართ მათი ელჩი ევროკავშირისა და ნატოსკენ..

Q – ვევრი. ეს არის ტრადიციული ჭურჭელი, რომელშიც ინახება ღვინო და არის მიწაში ჩაფლული. საქართველოში დღემდე პოულობენ უძველეს ქვევრებს ღვინის ნარჩენებით.

R – jშოთა რუსთაველი, მე -12 საუკუნის ქართველი პოეტია. ქართველებისთვის შოთა რუსთაველს ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც ადამ მიცკევიჩს ჩვენთვის. რუსთაველი არის ეპიკური პოემის „ვეფხისტყასანის" ავტორი, დღემდე ის უდავოდ შედევრად რჩება და ქართულად დაწერილი ერთადერთი ლიტერატურული ნაწარმოებია, რომელიც ცნობილია მთელ მსოფლიოში.

S – საქართველო, ანუ ,,გრუზია” ქართულად. ქართველებს ძალიან უნდათ, რომ მათ ქვეყანას ასე უწოდებდნენ. 2011 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ქონდა მცდელობები, რომ ქვეყნებმა, რომელებთანაც ქართველებს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ, გამოიყენონ ამ ქვეყნის ახალი სახელი - საქართველო. ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვინც თქვა, რომ ასე მოიქცეოდა, იყო ლიტვა. სიტყვა „ქართველი" მომდინარეობს მითიური ქართლოსიდან (ქართველი ერის წინაპარი). ტერმინი ,,გრუზია“-ს წარმოშობა, სავარაუდოდ, პროტო-ინდოევროპულ სიტყვა „მთები“-დან ან სპარსულ სიტყვა „გორგ“ – „მგელი"-დან მოდის, მაგრამ ასევე არსებობს თურქული „გურზა", არაბული „გოგრა" ან სპარსული „გორჯი", რომელიც ითარგმნება როგორც „ისლამის წინააღმდეგ მებრძოლი ძალა". მეორეს მხრივ, დასავლეთ ევროპულ ენებზე პოპულარულია დასახელება, რომლის პროტოპლასტი იყო ბერძნული ,,გეორგ - მეურნე"; ასევე წმ. გიორგი - ქვეყნის მფარველი, რომლის სახელიც უკავშირდება ბერძნულ Geôrgios, ქართ. გიორგი, რუს. გეორგი. ერთი რამ ცხადია, ძვ. წ. I ათასწლეულის შუა პერიოდში საქართველოში ორი სახელმწიფო შეიქმნა: კოლხეთი და იბერია. მეორეს მხრივ, ქართველი ერისა და სახელმწიფოს წარმოშობის წყაროები ღრმად მიდიან ანტიკურ ხანაში და საქართველო ძველი საბერძნეთისა და რომის თანატოლად ითვლება..

U – დასვენება და არდადეგები. როდესაც პირველად წავედი საქართველოში, ქვეყანამ მომხიბლა. ეს არის მსოფლიოს საოცარი კუთხე. ლანდშაფტის არნახული ნაირფეროვნება, საინტერესო ძეგლები უძველესი კულტურისა და ორიგინალური ფოლკლორი იწვევს აქ დაბრუნების სურვილს. ტურისტებს შეუძლიათ იქონიონ არნახული მასპინძლობის იმედი, რადგანაც ქართველებს სწამთ, რომ ყოველი სტუმარი ღვთისაა, ამიტომაც ჩამომსვლელებს ღებულობენ ტრადიციული პრინციპით ,,ყველი და პური, სული და გული”. სიამოვნებით გაგათევინებენ ღამეს, მიგასწავლიან გზას ან ტრადიციულ სუფრაზე მიგიპატიჟებენ. ზამთარში წასვლა ღირს თხილამურებით სრიალისთვის, ზაფხულში შავი ზღვის სანაპიროზე დასასვენებლად. ჩვენ გვაქვს საჰაერო კავშირი ვროცლავიდან ქუთაისამდე, სადაც ფრენის დრო 3.5 საათზე ნაკლებია. ასევე არის ფრენები კატოვიცედან, კრაკოვიდან, გდანსკიდან და ვარშავიდან. საქართველო და კავკასია შეიძლება ალპების ალტერნატივა იყოს, მით უმეტეს, რომ მათ ხუთი ათასი მეტრის სიმაღლის მთები აქვთ. აქ ბევრად იაფია, ხუთჯერ იაფიც კი, ვიდრე ევროპული შემოთავაზებები. სტანდარტი კარგია: მე დავდიოდი, ვამოწმებდი და კმაყოფილი ვიყავი. ბათუმს და შავი ზღვის სანაპიროს არ სჭირდება წარდგენა. ყოველწლიურად 9 მილიონი ტურისტი სტუმრობს ამ ქვეყანას, რომელსაც 4 მილიონი მაცხოვრებელი ყავს. პოლონელები ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფია ევროკავშირიდან. პოლონელებისთვის საქართველო მიმზიდველია თავისი ფასების გამო. არდადეგები იქ უფრო იაფია, ვიდრე პოლონეთის ზღვისპირას სეზონში, 15-20% -ით, ფრენის ჩათვლით..

V – გამარჯვებისთვის, ეს არის გამარჯვება. პოლონელები და ქართველები ერთი და იგივე ღირებულებების ერები არიან, ჩვენ გვაერთიანებს თავისუფლების სიყვარული და პატრიოტიზმი. მათ და ჩვენ დიდხანს მოგვიწია ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის და საკუთარი სახელმწიფოებრიობისთვის - და ჩვენ ეს შევძელით..

W – როგორც ღვინო, ქართველები მას ოსტატურად ამზადებენ უკვე 8000 წლია. მათ აქვთ მეღვინეობის ხუთი ძირითადი რეგიონი, სათავეში კახეთია - ეს არის ქართული ტოსკანია, სადაც მოდის საქართველოს ყურძნის 70%. იქ 500-ზე მეტი ყურძნის ჯიშია. ყურძნის ჯიშების უმეტესობა ენდემურია და ისინი საქართველოს გარდა, მსოფლიოში სხვაგან არ იზრდება. მათგან ორი ყველაზე მნიშვნელოვანია: რქაწითელი (თეთრი) და საფერავი (წითელი). ქართველებს უყვართ ღვინო - საფლავის ქვებზეც დატანილია ვაზის მოტივები და ანბანის ასოებს აშკარად ვაზის მოყვანილობა აქვთ.

X i Y – არ არის ქართული ანბანში

Z – როგორც ზვიად გამსახურდია, ცოტა დავიწყებული დისიდენტი და პოლიტიკოსი. როდესაც მიხეილ გორბაჩოვმა წამოიწყო ,,გლასნოსტის’’ პოლიტიკა, გამსახურდია და მერაბ კოსტავა იყვნენ ქართული ანტისაბჭოთა ოპოზიციის ლიდერები. 1991 წელს ზვიად გამსახურდია გახდა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი. მისი უმთავრესი მიზანი იყო თავისი ქვეყნის სრული დამოუკიდებლობა რუსეთისაგან.

მადლობა ეკატერინა მანთაძეს ანბანის შედგენაში დახმარებისთვის.