საკონსულოს შესახებ
2019 წლის 27 სექტემბერს ვროცლავში გაიხსნა საქართველოს პირველი საპატიო საკონსულო პოლონეთში. ვოიჩეხ ვრუბელი, მეწარმე ვროცლავიდან, არის საპატიო კონსული. მისი მიზანია პოლონეთ-საქართველოს ურთიერთობების დამყარება და განმტკიცება ადგილობრივი თვითმმართველობის, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და ეკონომიკის სფეროებში, ასევე პოლონეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დახმარება.
Wojciech Wróbel
საქართველოს საპატიო კონსული ვროცლავში
მე მქვია ვოიჩეხ ვრუბელი.ვარ ვროცლავის მკვიდრი, დაბადებული 1988 წელს. ჩემთვის წარმოუდგენელია სხვაგან ცხოვრება და მუშაობა....
საკონსულოს მისია
ჩემი, როგორც ვროცლავში საქართველოს საპატიო კონსულის, მისიაა პოლონეთ-საქართველოს შორის მაქსიმალურად კარგი ურთიერთობების დამყარება. მინდა წარმოვადგინო ქართული კულტურა და ტრადიცია, ხელი შევუწყო საქმიანი კონტაქტებისა და ტურისტული ვიზიტების განხორციელებას. საკონსულო ოლქი მოიცავს ქვემო სილეზიის სავოევოდოს, მაგრამ რადგან პოლონეთში საქართველოს აქვს მხოლოდ საელჩო ვარშავაში, მე ხშირად მხარს ვუჭერ საქართველოს მოქალაქეებს მთელს პოლონეთში.
ვოიჩეხ ვრუბელის ქართული ანბანი
საქართველო – რა არის აუცილებელი რომ ვიცოდეთ, ანუ ვოიჩეხ ვრუბელის თვალით დანახული ქართული ანბანი
საქართველო უნდა იგრძნო, სცადო და განიცადო. თუ ამას გავაკეთებთ, გარანტიას გაძლევთ, რომ სიცოცხლე შეგიყვარდებათ. ამ ქვეყნასთან დასაახლოებლად გაგაცნობთ ჩემს მიერ აღქმულ ქართულ ანბანს.
ბლოგები, სტატიები და წიგნები
ქვემოთ წარმოგიდგენთ რამდენიმე ბლოგს, სტატიას და წიგნს, რომელთა ნახვა და კითხვა ღირს, თუ აპირებთ მოგზაურობას საქართველოში ან გაინტერესებთ. ღირს ამ ულამაზესი ქვეყნის მონახულება:
წაიკითხე მეტიეწვიეთ და მოიწონეთ საქართველოს საპატიო საკონსულოს Facebook გვერდი და მიიღეთ უახლესი ამბები ჩვენი საქმიანობის შესახებ